skip to content
ახალი ამბები

აბაშიძე კარასინს პრაღაში შეხვდება

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრაღაში გაემგზავრა, სადაც ის 19 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება.

შეხვედრაზე, რომლის თარიღიც ოქტომბერში შეთანხმდა, ორი დიპლომატი იმ თემებს განიხილავს, რომლებიც ჩვეულებრივ მოლაპარაკებების ფორმატში ჯდება, მათ შორის ვაჭრობის, ეკონომიკური ურთიერთობების, ტრანსპორტის და ჰუმანიტარულ საკითხებს, განაცხადა აბაშიძემ.

მისი თქმით, წინა შეხვედრის შემდეგ, რომელიც ივლისში გაიმართა, მთელი რიგი განსახილველი საკითხები დაგროვდა.

აბაშიძემ ასევე განაცხადა, რომ ის საქართველოს იმ მოქალაქეების საკითხს დააყენებს, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით ხანგრძლივ პატიმრობაში იმყოფებიან რუსეთში. შარშან რუსეთმა საქართველოს სამი პირი გადმოსცა, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში იხდიდნენ სასჯელს.

შეხვედრები აბაშიძეს და კარასინს შორის ორმხრივი პირდაპირი დიალოგის ფარგლებში იმართება, რომელიც ორ ქვეყანას შორის 2012 წლის ბოლოს დაიწყო. აბაშიძე–კარასინის მოლაპარაკებებზე ძირითადად ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარული საკითხები განიხილება.

მსგავსი/Related

Back to top button