skip to content
ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება სოხუმის პოლიტიკური კრიზისის გამო შეშფოთებულია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ტელეფონით ესაუბრა სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბას და „შეშფოთება გამოხატა აფხაზეთში შიდაპოლიტიკური სიტუაციის გაუარესების გამო, სადაც 27 მაისს ადგილი ჰქონდა ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ გამოსვლებს“, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ. 

„რუსული მხარე ყურადღებით და შეშფოთებით აკვირდება მეგობარ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებს, მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროცესები იქ მხოლოდ კანონიერ ფარგლებში განვითარდეს. აღინიშნა, რომ აფხაზეთში შიდაპოლიტიკური ვითარების უსწრაფესი სტაბილიზაცია რუსეთ–აფხაზეთის ურთიერთობების განვითარების ინტერესებს შეესაბამება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

მსგავსი/Related

Back to top button