
ახალი ამბები
ვალერი იახნოვეცი
დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
ზოგადი ინფორმაცია
- ვალერი იახნოვეცი დაიბადა 1960 წელს.
- 1984 წელს დაამთავრა რიაზანის უმაღლესი საჰაერო-სადესანტო სამეთაურო სასწავლებელი.
- მსახურობდა საბჭოთა კავშირის საჰაერო-სადესანტო და სადაზვერვო დანაყოფებში ბაიკალისპირეთსა და უკრაინაში.
- რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საერთო საჯარისო აკადემიის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების შტაბში. ცხინვალში გადმოყვანამდე ეკავა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების დაზვერვის უფროსის თანამდებობა.
- 2010 წლის 27 ივლისს იახნოვეცი „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობა მან 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ლეონიდ თიბილოვის დე ფაქტო მთავრობაშიც შეინარჩუნა.
- 2014 წლის 20 იანვარს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა, რის შემდეგაც იახნოვეცი თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა;
- 2014 წლის 8 აპრილს ის იმავე თანამდებობაზე დაინიშნა მას შემდეგ რაც ახალი პრემიერი დომენტი კულუმბეგოვი გახდა.
- ვალერი იახნოვეცი არის ჩეჩნეთის ორივე ომის, იუგოსლავიის შეიარაღებული კონფლიქტის და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე.
- მინიჭებული აქვს რუსეთის გმირის წოდება.
დამატებითი ინფორმაცია
- რუსულენოვან პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვალერი იახნოვეცმა რამდენჯერმე განაცხადა უარი კარიერულ დაწინაურებასა და სადესანტო ჯარების დატოვებაზე.
- იახნოვეცი მეგობრობს ინგუშეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან იუნუს-ბეკ ევკუროვთან, რომელიც სადესანტო ჯარებში მისი მოადგილე იყო. 1999 წელს ისინი ერთად მონაწილეობდნენ რუსი სამხედროების მიერ პრიშტინის აეროპორტის დაკავების სპეცოპერაციაში.