ახალი ამბები

ვაგარშაკ კოსიანი

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ვიცე–სპიკერი 

ზოგადი ინფორმაცია

  • ვაგარშაკ კოსიანის შესახებ ოფიციალური ბიოგრაფიული მონაცემები აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე არ მოიპოვება. იგი დაიბადა გაგრის რაიონის სოფ. მეხადირში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, აფხაზეთის სსარ. ამჟამად ცხოვრობს გაგრის რაიონის სოფ. განთიადში (ცანდრიფშა).
  • საბჭოთა პერიოდში პოლიტოლოგიის სპეციალობას დაეუფლა.
  • მუშაობდა კომკავშირის გაგრის ქალაქკომის პირველ მდივნად.
  • სწავლობდა ბაქოს უმაღლეს პარტიულ სკოლაში.
  • ვაგარშაკ კოსიანი 1992–1993 წლების ომის მონაწილეა.

სამხედრო კარიერა

  • სამხედრო კარიერა 1992–1993 წლების ომის დასაწყისში საკუთარ მშობლიურ სოფელში დაიწყო.
  • 1993 წლის 9 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების უამღლესი მთავარსარდალის ვლადისლავ არძინბას #55 ბრძანებით, შეიქმნა მარშალ ივანე ბაგრამიანის სახელობის სომხური ცალკეული მოტომსროლელთა ბატალიონი, რომლის ხელმძღვანელადაც ვაგარშაკ კოსიანი დაინიშნა. კოსიანის თქმით, ბატალიონში 1000–1200 მებრძოლი შედიოდა.
  • მასთან ერთად იბრძოდა მისი ძმა აშოტიც, რომელიც აფხაზეთის ომის გმირია და ამჟამად მშობლიურ სოფელ მეხადირში ცხოვრობს. აშოტი ბაგრამიანის ბატალიონში ოცეულს ხელმძღვანელობდა.
  • გაგრის დაკავების შემდეგ, ვაგარშაკ კოსიანმა ლეონის ორდენი მიიღო.
  • ომის დასრულების შემდეგ კოსიანის ჯგუფი პირველ ბატალიონს შეურთდა, სადაც ასეულის ხელმძღვანელი იყო.
  • პარლამენტში არჩევამდე კოსიანი გარკვეული პერიოდი მეხუთე მოტომსროლელი (გაგრის) ბრიგადის მეორე სარეზერვო ბატალიონის ხელმძღვანელი იყო.

პოლიტიკური კარიერა

  • კოსიანი სამჯერ აირჩიეს გაგრის რაიონული კრების დეპუტატად.
  • იყო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან არსებული საზოგადოებრივი პალატის წევრი.
  • 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბას კანდიდატურას უჭერდა მხარს, 2009 წელს – სერგეი ბაღაფშს, 2011 წელს კი – ალექსანდრე ანქვაბს.
  • 2012 წელს დე ფაქტო პარლამენტში #12 ოლქიდან აირჩიეს. პარლამენტში კოსიანის ჩათვლით ეთნიკურად სომეხი სამი დეპუტატია არჩეული.
  • 2012 წლის 3 აპრილს, დე ფაქტო პარლამენტში კოსიანი ვიცე-სპიკერად აირჩიეს.
Back to top button