ახალი ამბები

ოლგა კოლტუკოვა

აფხაზეთის დე ფაქტო შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი

ზოგადი მონაცემები

  • ოლგა კოლტუკოვა დაიბადა 1958 წლის 15 ოქტომბერს ქ. ყარაგანდაში, ყაზახეთი.
  • 1981 წელს დაამთავრა ყარაგანდის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
  • 1982–1985 წლებში მუშაობდა ყაზახეთში, კუსტანაის ოლქში, ვლადიმირსკის საუბნო საავადმყოფოში მთავარ ექიმად.
  • 1985 წლიდან იწყება ოლგა კოლტუკოვას საქმიანობა აფხაზეთში. 1985–1989 წლებში ქ. ტყვარჩელში ცენტრალურ საქალაქო საავადმყოფოში ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელია, 1989–1993 წლებში კი, ამავე საავადმყოფოში ექიმი–ანესთეზიოლოგია.
  • რუსეთში, ქ. გელენჯიკში ხანმოკლე მუშაობის შემდეგ, კვლავ აფხაზეთში დაბრუნდა, სადაც 1994–1995 წლებში ქ. სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმ–ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგად იმუშავა.
  • 1994–1998 წლებში სოხუმის საქალაქო კლინიკურ საავადმყოფოში მთავარი ექიმის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
  • 1998–2003 წლებში ქ. სოხუმის ადმინისტრაციის ჯანდაცვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

პოლიტიკური კარიერა

  • 2003–2005 წლებში ოლგა კოლტუკოვა ჯერ აფხაზეთის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი მინისტრის პირველი მოადგილეა.
  • 2005 წლის 2 მარტს დაინიშნა შრომისა და სოციალური განვითარების მინისტრად. 2010 წლის 26 თებერვალსა და 2011 წლის 20 ოქტომბერს, ახალი მთავრობების ფორმირების პერიოდში, ხელახლა დაინიშნა მინისტრად.
  • ოლგა კოლტუკოვას მისამართით ხშირად ისმის კრიტიკა ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან. 2012 წელს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა მინისტრი საჯაროდ გაკიცხა არადამაკმაყოფილებელი მუშაობის გამო. მანამდე ის მწვავედ გააკრიტიკეს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტშიც. პარლამენტარების შეფასებით, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო პენსიებისა და შემწეობების გაცემის მხოლოდ ტექნიკური ფუნქციით არის დაკავებული და ნაკლებად ფიქრობს  ისეთ სტრატრეგიულ საკითხებზე, როგორიც არის საპენსიო რეფორმა და დასაქმება.

სხვა საქმიანობა

  • ოლგა კოლტუკოვა ქ. სოხუმის რუსული თემის თავმჯდომარეა. ორგანიზაცია აფხაზეთში რუსი თანამემამულეების საკოორდინაციო საბჭოს წევრია. საბჭოს თავმჯდომარე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ვიცე–პრემიერი ალექსანდრე სტრანიჩკინია.
Back to top button