
ახალი ამბები
ეკატერინა ონიშჩენკო
აფხაზეთის დე ფაქტო იუსტიციის მინისტრი
ზოგადი მონაცემები
- ეკატერინა ონიშჩენკო დაიბადა 1978 წელს, დნეპროძერჟინსკში, დნეპროპეტროვსკის ოლქი, უკრაინა.
- 2000 წელს დაასრულა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია–იურიდიული ფაკულტეტი.
- 2000 წელს ასწავლიდა მილიციის საშუალო სპეციალურ სკოლაში.
- 2000–2007 წლებში მუშაობდა გამომძიებლად, გულრიფშის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების საგამოძიებო ნაწილის უფროსად.
- 2007 წლის თებერვლიდან სოხუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.
- ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
პოლიტიკური კარიერა
- 2011 წლის 31 ოქტომბერს დაინიშნა იუსტიციის მინისტრად.
სხვა ინფორმაცია
- აფხაზურ მედიაში ეკატერინა ონიშჩენკოს სახელმა 2010 წელს გაიჟღერა გაგრაში მოქმედი სავაჭრო ცენტრის „კონტინენტის“ მფლობელის, იგორ ვაროვის საქმეზე, როდესაც ონიშჩენკომ, სოხუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის რანგში, ვაროვისთვის პატიმრობის მისჯის შესახებ გადაწყვეტილება ბრალდებულისა და მისი ადვოკატის დაუსწრებლად გამოიტანა. სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილება აფხაზურმა მედიამ შეაფასა, როგორც ჩინოვნიკების მცდელობა იგორ ვაროვისთვის ბიზნესი წაერთმიათ.