
ახალი ამბები
საფარბეი მიქანბა
აფხაზეთის დე ფაქტო გენერალური პროკურორი
ზოგადი მონაცემები
- საფარბეი მიქანბა დაიბადა 1961 წლის 9 აპრილს ქ. ახალ ათონში.
- 1978 წელს დაამთავრა ახალი ათონის საშუალო სკოლა.
- 1979-1981 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.
- 1981-1986 წლებში სწავლობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტზე.
- საფარბეი მიქანბას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი
პროფესიული კარიერა
- 1987 წელს საფარბეი მიქანბა სტაჟირებას გადიოდა ქ. სოხუმისა და ქ. ტყვარჩელის პროკურატურებში.
- 1988 წელს დაინიშნა ქ. ტყვარჩელის პროკურატურის გამომძიებლად. 1990 წლის აპრილში გადაიყვანეს ტყვარჩელის პროკურორის თანაშემწედ, ხოლო იმავე წლის ნოემბერში ქ. ტყვარჩელის პროკურორად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე 1993 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა.
- 1993 წლის ოქტომბერში მიქანბა სოხუმის რაიონის პროკურორად დაინიშნა.
- 2001 წლის 12 ნოემბრიდან 2007 წლამდე იგი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, ხოლო 2007 წლის 7 თებერვალს დე ფაქტო პარლამენტმა მიქანბა, ხუთი წლის ვადით, აფხაზეთის მთავარ პროკურორად დაამტკიცა.
- 2012 წლის თებერვალში, დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის წარდგინებით, საფარბეი მიქანბა პარლამენტმა ხელმეორედ დაამტკიცა აფხაზეთის დე ფაქტო მთავარ პროკურორად. აღსანიშნავია რომ პარლამენტის 2011 წლის 11 მაისის რეგლამენტის მიუხედავად, რომელიც საკადრო საკითხების ფარული ხმის მიცემის გზით გადაწყვეტას ითვალისწინებს, კენჭისყრა, დეპუტატების მოთხოვნით, ღიად შედგა და მიქანბას კანდიდატურა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ერთსულოვნად იქნა მხარდაჭერილი.
დამატებითი ინფორმაცია
- საფარბეი მიქანბა ხელმძღვანელობს აფხაზეთის დე ფაქტო სამართალდამცავი ორგანოების საკოორდინაციო სხდომებს, რომელიც ძალოვანი უწყებების სამოქმედო პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
- იგი იყო სახელმწიფო კომისიის წევრი, რომელიც გალისა და ტყვარჩელის რაიონებში მცხოვრებ ქართველებზე აფხაზური პასპორტების გაცემის პროცესის იურიდიულ ნორმებთან შესაბამისობას სწავლობდა.