skip to content
ახალი ამბები

ქართული ოცნება თბილისის მერობის კანდიდატად ინფრასტრუქტურის მინისტრს წარადგენს



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, 21 ნოემბერი. ფოტო: სამინისტროს პრესსამსახური

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია კოალიცია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი იქნება 2014 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე.

კოალიციამ განაცხადა შაბათს გამოქვეყნებულ მოკლე წერილობით განცხადებაში, რომ ეს საკითხი ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ  22 ნოემბრის სხდომაზე განიხილა.

ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „მე მაქვს თავში“, თუ ვინ შეიძლება იყოს თბილისის მერი. 

„ძალიან ღირსეული კანდიდატი მყავს“, – განუცხადა მან ტელეკომპანია „იმედს“ 21 ოქტომბერს, „მეურნე უნდა იყოს პირველ რიგში ქალაქის მერი, საქმის მკეთებელი უნდა იყოს და კარგი მენეჯერი უნდა იყოს“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button