skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი ივანიშვილს ხვდება



პრეზიდენტი სააკაშვილი და პრემიერ–მინისტრ ივანიშვილი პირისპირ შეხვედრის დროს, 4 მარტი. პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ფოტო

პრეზიდენტი სააკაშვილი და პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი მოლაპარაკებებს მართავენ, რომელიც დღეს 15:00 საათზე დაიწყო.

შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში იმართება, სადაც ასევე განთავსებულია პრემიერ–მინისტრის რეზიდენცია, ეროვნული უშიშროების საბჭო და რამდენიმე სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ამავე შენობაშია განთავსებული პრეზიდენტის რეზიდენცია, რომელიც სააკაშვილს არ გამოუყენებია მას შემდეგ, რაც 2009 წელს ახლადაშენებულ სასახლეში გადავიდა. სააკაშვილის და ივანიშვილის შეხვედრა სწორედ პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმდინარეობს.

მოკლე ვიდეო-ჩანაწერში, რომელიც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა, პირისპირ შეხვედრის დასაწყისია ასახული. ვიდეო გაავრცელა ასევე პრეზიდენტის პრესსამსახურმაც. 

გავრცელებული ინფორმაციით, განსხვავებით სააკაშვილისა და ივანიშვილის პირველი შეხვედრისგან ოქტომბერში, ამჟამად არ არის მოსალოდნელი, რომ ისინი მედიისთვის ერთობლივად გააკეთებენ განცხადებას. მოსალოდნელია რომ  შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი განცხადებებს ცალკ-ცალკე გააკეთებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button