ახალი ამბები

ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ‘თავისუფალი და მშვიდობიანი’ არჩევნები მიულოცა

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს „თავისუფალი, კონკურენტული და მშვიდობიანი საპარლამენტო არჩევნების“ დასრულება მიულოცა და ყველა მხარეს რეფორმებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებისკენ მოუწოდა. 

„ეს ისტორიული მომენტია საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. ახლა მნიშვნელოვანია ყველა მხარისთვის, რომ გაერთიანდნენ ქვეყნის სასიკეთო საქმეში და გააძლიერონ რეფორმები და დემოკრატიული ინსტიტუტები“, – ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის 3 ოქტომბრის განცხადებაში.    

„ნატო საქართველოსთან ჩვენი ახლო ურთიერთობის ერთგული რჩება. მოუთმენლად ველით ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, – განაცხადა მან.

Back to top button