skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი ბურჯანაძეს შეხვდა

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 19 აგვისტოს დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერს ნინო ბურჯანაძეს  შეხვდა.

ბურჯანაძემ 9 აგვისტოს განაცხადა, რომ მისი პარტია უარს ამბობს პოლიტიკურ ამბიციებზე და 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რათა ოპოზიციის ხმები არ გაიყოს. თუმცა, პარტიამ ასევე განაცხადა, რომ ეს არჩევნების ბოიკოტს არ ნიშნავს და ამომრჩევლებს 1 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

ივანიშვილი მიესალმა ბურჯანაძის ამ განცხადებას და მას აბსოლუტურად „პატრიოტული გადაწყვეტილება“ უწოდა.

„ქართული ოცნების“ პრეს–სამსახურმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ივანიშვილმა და ბურჯანაძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია განიხილეს.

აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ბურჯანაძე არაპოპულარულ პოლიტიკოსებს შორის ლიდერობს – რესპოდენტთა 67% აცხადებს, რომ „არ მოსწონს“ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button