
ახალი ამბები
მერეთის ინციდენტთან დაკავშირებით ოთხ პირს 10–დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ოთხი პირი დააპატიმრეს სოფელ მერეთში დაპირისპირების ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მომხდარმა ფიზიკურმა შეხლა–შემოხლამ ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩაიშალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს პირები იმის გამო დააკავა, რომ მათ „ჩაიდინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა“. გორის რაიონულმა სასამართლომ ოთხივე დაკავებულს ათი დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
დაკავებულთა შორის ორი „ქართული ოცნების“ აქტივისტია, რომლებიც უარყოფენ ინციდენტში მათ ბრალეულობას.
შსს–მ თავის განცხადებაში უარყო, რომ მერეთის ინციდენტში მისი თანამშრომლები მონაწილეობდნენ.