ახალი ამბები

სააკაშვილი: ‘უკეთური ძალა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი აქვს ოკუპირებული, დამარცხდება’

„უკეთური ძალა“, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი აქვს ოკუპირებული, სადაც „ჩვენი სალოცავები ფეხქვეშ ითელება“, „უკან დაიხევს და დამარცხება“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და დასძინა: „ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული“.

„ეს რწმენა მასულდგმულებს მეც და დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველ პატრიოტს“, – განაცხადა მან.

მან ეს განცხადება კვირას სამების საკათედრო ტაძარში გააკეთა, სადაც სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.    

სააკაშვილის თქმით, მტრის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%–ის ოკუპაცია „რა თქმა უნდა, დროებითია“.  

„ვფიქრობ, ისე არაფერი არ შეესაბამება ქართველი ერის ოპტიმისტურ ბუნებას, როგორც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რადგან ეს არის სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, ბოროტების სიკეთით დამარცხებისა და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაული“, – განაცხადა მან.

Back to top button