
ახალი ამბები
გილაურის ვიზიტი უნგრეთში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური თავის უნგრელ კოლეგას ვიქტორ ორბანს, პრეზიდენტ პოლ შმიტს და პარლამენტის სპიკერს ლაცლო კოვერს შეხვდა ბუდაპეშტში, სადაც სამუშაო ვიზიტით 15 თებერვალს გაემგზავრა.
გილაურმა შეხვედრების შემდეგ ვიზიტის მნიშვნელოვან თემებს შორის დაასახელა უნგრეთის მხრიდან ნატოში საქართველოს მხარდაჭერა, ენერგეტიკულ პროექტ AGRI–ის ფარგლებში თანამშრომლობა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებაზე შეთანხმების ხელმოწერა.
“უნგრეთიდან ინვესტიციები ცოტაა, ამის მიზეზი ასეთი ხელშეკრულების უქონლობა იყო. ვვარაუდობთ, რომ ხელმოწერის შემდეგ უნგრეთის მხრიდან საქართველოში საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ვნახავთ“, – განაცხადა გილაურმა, რომელიც ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა უნგრეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს.