ახალი ამბები

მანჯგალაძის თქმით, საქართველო შვეიცარიის წინადადებაზე რუსეთის პასუხს ელის

თბილისი რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შვეიცარიის წინადადებაზე მოსკოვის „საბოლოო გადაწყვეტილებას“ ელის, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა.       

“მოლოდინის რეჟიმში ვართ. ველოდებით მათ [რუსეთის] საბოლოო გადაწყვეტილებას,“– განაცხადა მანანა მაჯგალაძემ 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მოლაპარაკებებზე ქართული მხარის წარმომადგენლის სერგი კაპანაძის მიერ გაკეთებული განცხადება და აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს ბათუმში პრეზიდენტ სააკაშვილსა და შვეიცარიის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შედეგად შვეიცარიის წინადადება არ შეცვლილა. მანჯგალაძის თქმით, ზოგიერთი საკითხი დაზუსტდა, კერძოდ მიღწეულია შეთანხმება, რომ შვეიცარია საზღვარზე ტვირთების მოძრაობის მონიტორინგის კომპონენტში გარკვეულ როლს შეასრულებს.  

Back to top button