ახალი ამბები

ანქვაბი მოსკოვს სტუმრობს

ინაუგურაციიდან ცხრა დღის შემდეგ აფხაზეთის ახალი ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი „ოფიციალური ვიზიტით“ 5 ოქტომბერს მოსკოვში ჩავიდა, სადაც დღეს რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდება, იტყობინიბენიან რუსული და აფხაზური საინფორმაციო სააგენტოები.

ანქვაბს ვნუკოვოს აეროპორტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ანდრეი დენისოვი დახვდა.

რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან კრემლის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომ მედვედევი ანქვაბთან შეხვედრაზე რუსეთის მიერ აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს, ასევე აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების საკუთრების უფლებების აღდგენასთან დაკავშირებულ „პრობლემებს“ განიხილავს.

 

Back to top button