skip to content
ახალი ამბები

რუსი დიპლომატი საქართველოს ნატოში წევრობის წინააღმდეგ აფრთხილებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ თბილისმა მხედველობაში უნდა მიიღოს თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ ნატოში გაწევრიანებით დაკარგავს ტერიტორიებს ”სამუდამოდ”.


”აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ უკვე ნათლად გამოხატა საქართველოს გეგმების მიუღებლობა გახდეს ნატოს წევრი,”- განაცხადა კარასინმა ”ოგონიოკთან” ინტერვიუში 17 მარტს, ”ეს ნათლად განაცხადეს მათ, რომ ალიანსში გაწევრიანებით, საქართველო დაკარგავს ამ არაღიარებულ რესპუბლიკებს სამუდამოდ. სასარგებლო იქნებოდა ამის მხედველობაში მიღება”.

მსგავსი/Related

Back to top button