ახალი ამბები

იაკობაშვილმა ბრიშამბოსთან შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონზე იმსჯელა

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან მარკ პერინ დე ბრიშამბოსთან სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაცია განიხილა 11 მარტს ვენაში გამართულ შეხვედრაზე.


რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მხარის ახალი წინადადებები მოლაპარაკებთა ფორმატის ცვლილების თაობაზე, რომელიც შერეული საკონტროლო კომისიის 2+2+2 ფორმულით შეცვლას ითვალისწინებს, სადაც შევლენ: ქართული მხარე და დიმიტრი სანაკოევის მთავრობა; რუსული მხარე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება; ეუთო და ევროკავშირი.


სახელმწიფო მინისტრმა ეუთოს გენერალურ მდივანს ასევე გააცნო კონფლიქტურ რეგიონში განსახორციელებელი პროექტების გეგმები, მათ შორის ეკონომიკური.


”ქართული მხარე აპირებს ახალი პროექტების წარმოდგენას და განხორციელებას, მათ შორის [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ] კოკოითის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე”, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button