
ახალი ამბები
ედპ-ს წევრებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ და ხუთმა წევრმა დღეს დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით და პოლიტიკური პარტნიორებისადმი, ახალი მემარჯვენეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად დღეს შიმშილობის აქცია დაიწყეს, იუწყება პარტიის პრესსამსახური.
ახალი მემარჯვენეების ექვსმა დეპუტატმა შიმშილობა პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მისაღებ ოთახში 10 მარტს ოპოზიციის მიერ შემუშავებული მემორანდუმის შესრულების მოთხოვნით დაიწყეს.
პარალელურად შიმშილობის აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის წინ, სადაც ამ დროისათვის მოშიმშილეთა საერთო რაოდენობა ოპოზიციური კოალიციიდან დეპუტატების ჩათვლით, 43 ადამიანამდე გაიზარდა.