
ახალი ამბები
შიმშილობის აქციას სხვებიც შეუერთდნენ
პარლამენტის წინ 10 მარტს მიმდინარე შიმშილობის აქციის მონაწილეთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა.
ხუთ მოშიმშილე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სხვებთან ერთად ასევე შეუერთდა დეპუტატი გია ცაგარეიშვილი მოძრაობა ერთიანი საქართველოდან.
პარლამენტის წინ შუადღისთვის ოთხი კარავი გაიშალა.
ამასობაში, პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში ექვსი დეპუტატი შიმშილობს ფრაქცია ახალი მემარჯვენეებიდან.