
ოპოზიცია თანამშრომლობის შესახებ სააკაშვილის მოწოდებაზე გულგრილობას იჩენს
ოპოზიციური პარტიების უმეტესობა გულგრილობით მოეკიდა სააკაშვილის მოწოდებას ითანამშრომლონ გარე საფრთხეების მოგერიების მიზნით.
”ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა გზა გაკვალოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისკენ, არის ის, რომ დაუყონებლივ გამოვიდეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან. სხვა ყველაფერი არის სააკაშვილის PR კამპანია, რომელიც არ ისახავს მიზნად კონფლიქტის მოგვარებას,” – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.
”სააკაშვილმა ოპოზიციასთან თანამშრომლობა წარსულში ბევრჯერ გამოიყენა მხოლოდ თავისი PR კამპანიისთვის. ჩვენ არ ვაპირებთ ვისაუბროთ სააკაშვილთან, რომელმაც მთლიანად დაკარგა ნდობა ხალხში,” – განაცხადა დეპუტატმა მანანა ნაჭყებიამ ახალი მემარჯვენეებიდან.
”ერთადერთი რამ, რაზეც შეგვიძლია ვესაუბროთ სააკაშვილს არის მისი გადადგომა,” – განაცხადა გიორგი გუგავამ ლეიბორისტული პარტიიდან.
ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ბლოკი თავისი გადაწყვეტილების შესახებ 9 მარტს პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე განაცხადებს.
მხოლოდ მრეწველთა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ ის მზად არის მოლაპარაკებები გამართოს ხელისუფლებასთან ამ საკითხზე.