ახალი ამბები

ბათიაშვილი რესპუბლიკურ პარტიაში გაწევრიანდა

ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც იანვარში ციხიდან გამოუშვეს მაშინდელი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის შეწყალების აქტით, ოპოზიციურ რესპუბლიკურ პარტიაში გაწევრიანდა.


რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 1 მარტს განაცხადა, რომ ეს განცხადება “კარგი სიახლე” იყო პარტიისთვის. ბათიაშვილის თქმით, ის მოხარულია, რომ განაგრძობს ბრძოლას “ნამდვილად დემოკრატიული საქართველოსთვის” რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად.


ბათიაშვილი კოდორის ხეობაში 2006 წლის ზაფხულში ემზარ კვიციანის ამბოხის ინტელექტუალური მხარდაჭერისა და დანაშაულის დაფარვის გამო იხდიდა შვიდწლიან სასჯელს. ამ ბრალდებით იგი 2006 წლის 29 ივლისს დააპატიმრეს.
 
თუმცა ირაკლი ბათიაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და სასამართლო პროცესს პოლიტიკურს უწოდებდა. სახალხო დამცველის აპარატმა აგვისტოში საქმის შესწავლის შემდეგ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ბათიაშვილის წინააღმდეგ ”უსამართლო” იყო და არასაკმარისი მტკიცებულების საფუძველზე იქნა მიღებული. 


ბათიაშვილი, რომელიც დაპატიმრების დროს ოპოზიციური პარტიის “წინ, საქართველო” წევრი იყო (მოგვიანებით მან პარტია დატოვა), 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოს უშიშროების სამსახურის უფროსი იყო.  


ბათიაშვილის გათავისუფლება ოპოზიციური კოალიციის მიერ ნოემბრის საპროტესტო აქციებზე დაყენებულ ოთხ მოთხოვნას შორის იყო.  
  

Back to top button