ახალი ამბები

აშშ-ს სენატის კომიტეტი მოუწოდებს ნატოს დაუმტკიცოს MAP-ი საქართველოს

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 13 თებერვალს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსა და უკრანისათვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მხარდაჭერას.


რეზოლუციაში, რომელიც სენატორმა რიჩარდ ლუგარმა და კომიტეტის თავმჯდომარემ ჯო ბიდენმა მოამზადეს, ნათქვამია: „შეერთებულმა შტატებმა უნდა იკისროს წამყვანი როლი საქართველოსა და უკრაინისათვის სამოქმედო გეგმის რაც შეიძლება სწრაფად დამტკიცების მხარდასაჭერად“.


“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო რეფორმების გაგრძელებაში, მათ შორის სასამართლო რეფორმის გაძლიერებაში და მის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში“.


იმავდროულად, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, იტალიის და გერმანიის მუდმივი წარმომადგენლები ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში საქართველოში შეხვედრებს განაგრძობენ.  ისინი ოპოზიციიური კოალიციის ლიდერებთან გეგმავენ შეხვედრას 14 თებერვალს.

Back to top button