skip to content
ახალი ამბები

გოცირიძე უარყოფს გეგმებს შესაძლო გადადგომის თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ 23 მაისს განაცხადა, რომ ვარაუდები, რაც მისი შესაძლო მოხსნის თაობაზე დეპუტატების კრიტიკამ გააჩინა, უსაფუძვლოა.


დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან 10 მაისს ბანკის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მოსმენის დროს მწვავედ გააკრიტკეს გოცირიძე იმის გამო, რომ მან დროულად არ მიიღო ზომები ინფლაციის წინააღმდეგ. ამან გააჩინა ეჭვი, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეცვლა სურს.


თუმცა, გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ”ამგვარი ვარაუდების საფუძველი” არ არსებობს.


მისი თქმით, საპარლამენტო მოსმენა იყო ”ნორმალური, ჩვეულებრივი განხილვა, რაც სავსებით ბუნებრივია” მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის დროს.


ამ დღეებში პარლამენტმა უნდა მიიღოს დადგენილება ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში გოცირიძემ შესაძლოა თანამდებობა დაკარგოს.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button