skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი მიესალმება სარკოზის გამარჯვებას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმა ნიკოლა სარკოზის გამარჯვებას საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში და განაცხადა, რომ სარკოზი ყოველთვის იყო საქართველოს მხარდამჭერი.


7 მაისს თბილისში ესტონეთის პრეზიდენტთან თომას ჰენდრიკ ილვესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას წარსულში რამდენიმე ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა სარკოზისთან.


მან ასევე განაცხადა, რომ სარკოზი მომავალი გენერალი შარლ დე გოლია.


სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპას ”ცვლილებები ესაჭიროება” და ახლად არჩეული პრეზიდენტი არის პიროვნება, რომელსაც შეუძლია ამ ცვლილებების განხორციელება.


კიდევ ერთი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც მიესალმა სარკოზის გამარჯვებას, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ოპოზიციური პარტიის ”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილია. მისი თქმით, სარკოზის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button