skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი „ალტერნატიული მთავრობის“ გამო შეშფოთებულია

თბილისის მცდელობა სამხრეთ ოსეთის ე.წ. ალტერნატიული მთავრობის ლეგალიზება მოახდინოს არის მოლაპარაკებების არსებული ფორმატის ძირის გამოთხრისკენ გადადგმული ნაბიჯი, იტყობინებოდა სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 2 დეკემბერს.


შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სამხრეთ ოსეთის მხარემ 2 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მერაბ ანთაძის დასწრება დიმიტრი სანაკოევის ინაუგურაციის ცერემონიაზე იყო ნათელი ნიშანი იმისა, რომ თბილისმა „საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის დაძაბულობის გაღვივების გზა ამოირჩია“.


„ქართული მხარემ და მისმა დასავლელმა მფარველებმა ნათლად მიანიშნეს, რომ მომავალშიც აქტიურად დაუჭერენ მხარს პროვოკაციულ არგუმენტს სამხრეთ ოსეთში „ორხელისუფლებიანობის“ არსებობის თაობაზე“, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


მერაბ ანთაძემ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თბილისი არ ცნობს ალტერნატიულ არჩევნებს სამხრეთ ოსეთში, რის შედეგადაც დიმიტრი სანაკოევი პრეზიდენტი გახდა, ითვალისწინებს იმ „ახალ რეალობას“, რომელიც რეგიონში ამ არჩევნების შედეგად გაჩნდა.


მან ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მხედველობაში უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ რეგიონში „ახალი ძალა“ გაჩნდა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button