skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს წარმომადგენლები მოსკოვში შეხვედრებს მართავენ

დღეს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს ლუკ ვან დენ ბრანდესა და მათიას ეორშის შეხვდა, რომელთაც რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებზე სპეციალური მოხსენება უნდა მოამზადონ 2007 წლის ზამთრის სესიაზე წარსადგენად.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ევროპის საბჭოს მომხსენებლებს კარასინმა დეტალურად გააცნო მოსკოვის პოზიცია რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების აქტუალურ ასპექტებზე.


ლუკ ვან დენ ბრანდე და მათიას ეორში მოსკოვში ვიზიტამდე თბილისს სტუმრობდნენ 20–23 ნოემბერს. მათ შეხვედრები გამართეს საქართველოს ოფიციალურ პირებთან და გაეცნენ მათ პოზიციას ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და რუსეთიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button