skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია რუსეთთან დაძაბულობაზე მინისტრების საპარლამენტო მოსმენას ითხოვს

“ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, დეპუტატმა დავით გამყრელიძემ 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ საჭიროა პარლამენტში მთავრობის წევრების მიწვევა, რათა მათ დეპუტატებს რუსეთთან არსებული დაძაბულობით გამოწვეული საფრთხეების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია.


პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საუბრისას გამყრელიძემ საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრების, ასევე კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიწვევა მოითხოვა.


პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ წინადადება მისაღებია, მაგრამ გადაწყვეტილება 25 ოქტომბრის შემდეგ  გახდება ცნობილი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ესპანეთიდან დაბრუნდება. ესპანეთში ბურჯანაძემ მადრიდის კლუბის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button