skip to content
ახალი ამბები

რუსეთს თბილისის გარნიზონი დაგეგმილზე ადრე გაყავს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების თბილისის გარნიზონი საქართველოს დაგეგმილზე ადრე დატოვებს, იტყობინება “რია ნოვოსტი“. 


“მე მივიღე გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერე ბრძანებულებას, რომელიც ითვალისწინებს თბილისის გარნიზონის დაგეგმილზე ადრე გაყვანას“, – განაცხადა მინისტრმა.


მისი თქმით, ამ გარნიზონში 387 რუსი სამხედრო და 484 სამოქალაქო პირი შედის, საიდანაც 300 სამოქალაქო პირი საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც, მინისტრის თქმით, სამსახურს და რუსულ ხელფასებს დაკარგავენ.


“ჩვენი სამხედროები ვეღარ დარჩებიან თბილისში საქართველოს ხელისუფლების “ბრძნული“ პოლიტიკის გამო“, – განაცხადა ივანოვმა.


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ ახალქალაქში და ბათუმში განლაგებული ორი სამხედრო ბაზა დათქმულ ვადებში დატოვებს საქართველოს ტერიტორიას. გაყვანის პროცესი 2008 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button