skip to content
ახალი ამბები

რუსეთი საქართველოსთან ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლას წყვეტს

რუსეთი საქართველოსთან საავიაციო, საავტომობილო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლას წყვეტს, იტყობინება 2 ოქტომბერს “ინტერფაქსი“ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით.


რუსეთის ტრანსპორტის მინიტრის მოადგილის სერგეი არისტოვის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება განაპირობა რუსეთის მიმართ ქართული ავიაკომპანიების დაგროვილმა დავალიანებამ.


“ქართული ავიაკომპანიების გახშირებული გაკოტრებების გამო [რუსეთის მიმართ] ავიამომსახურების დავალიანებამ 2001 წლიდან 3,6 მლნ აშშ დოლარი შედგინა. ამას გარდა, ჩვენ სერიოზული კითხვები გვაქვს საავტომობილო, საზღვაო და სარგინიგზო ტრანსპორტის სფეროშიც“, – განუცხადა რუსეთის პირველ არხს სერგეი არისტოვმა.

რუსეთ–საქართველოს შორის საავტომობილო მიმოსვლა ისედაც შეზღუდული იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა 8 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება ერთადერთი ლეგიტიმური სასაზღვრო–გამშვები პუნქტის ზემო ლარსის ჩაკეტვის შესახებ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button