skip to content
ახალი ამბები

საგარეო უწყება კოდორში უცხოელი დიპლომატების შესაძლო ვიზიტზე კომენტარს აკეთებს

საქართველო განაგრძობს კონსულტაციებს უცხოელ დიპლომატებთან ზემო კოდორის ხეობაში მათი ვიზიტის ორგანიზების თაობაზე, მიუხედავად რუსეთის პროტესტისა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 სექტემბერს.


რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ თბილისის მიერ ზემო კოდორის ხეობაში გაცნობითი მიზნით დიპლომატების ვიზიტის დაგეგმვა “საშიში და უდროო“ ნაბიჯია.


“საქართველოს ეს ინიციატივა არის გამოხმაურება იმ ინტერესზე, რომელსაც გამოხატავენ უცხოელი დიპლომატები ზემო კოდორის ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მათ არაერთხელ მოუმართავთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ვითარების ადგილზე გაცნობის თხოვნით. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ კონსულტაციებს დიპლომატიურ კორპუსთან ამ ღონისძიების ორგანიზების მიზნით“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button