skip to content
ახალი ამბები

ლავროვი სააკაშვილის გაეროში გამოსვლას აკრიტიკებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა “ფაქტების დამახინჯების” გამო გააკრიტიკა.


სააკაშვილმა რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთის სამშვიდობო ოპერაცია კონფლიქტების ზონებში სამშვიდობო პროცესს აფერხებს.


“მე წავიკითხე მისი [სააკაშვილის] სიტყვა და გულწრფელად რომ გითხრათ, შემაშფოთა მასში დამახინჯებული ფაქტების რაოდენობამ. მაგალითად, მან განაცხადა, რომ სამშვიდობოების ქმედებების გამო, დევნილები ვერ ბრუნდებიან აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში, მაშინ როცა დაახლოებით 60 000 დევნილი უკვე დაბრუნდა“, – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს 22 სექტემბერს.


მან ასევე განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები რეგულარულად აღნიშნავს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო ძალების დადებით როლს.


ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდებები კონფლიქტების ზონების დემილიტარიზაციის თაობაზე უცნაურია იმ ფონზე, როდესაც ხდება “სხვადასხვა არხებით დიდი რაოდენობის იარაღის შეტანა საქართველოში თავდასხმის მიზნისთვის“. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button