skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი ინფლაციის დონის შენარჩუნებაზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 11 სექტემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული მზარდი ინფლაცია ეკონომიკური ზრდის შედეგია. მისი თქმით, ხელისუფლება შეძლებს ინფლაციის დონე ერთნიშნა მაჩვენებელელზე შეინარჩუნოს. 


“ნებისმიერ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ინფლაციას იწვევს. მაგრამ ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ინფლაციის არსებული დონე ერთნიშნა მაჩვენებელზე შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა მსოფლიო ბანკის ეკონომისტთან სიმეონ დიანკოვთან შეხვედრის შემდეგ.


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) 18 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოში ივლისის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელმა 14,5%-ს მიაღწია, რაც დაგეგმილ პარამეტრებს “მნიშვნელოვნად აღემატება და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button