skip to content
ახალი ამბები

ერაყში ქართველი ჯარისკაცები დაიჭრნენ

ერაყის ქალაქ ბაქუბაში ჭურვის ნამსხვრევებით ექვსი ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა, განუცხადა თავდაცვის სამინისტროს უცნობმა წყარომ “სივილ ჯორჯიას“ 27 ივლისს.


“ყველა მათგანს მსუბუქი ჭრილობები აქვთ მიყენებული“, – განაცხადა წყარომ.


ამავდროულად, “როიტერი“ იტყობინება, რომ შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველი ჯარისკაცებით დაკომპლექტებულ საგუშაგოს.


სულ, ერაყში 2003 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ რაც საქართველო კოალიციის ძალებს შეუერთდა, 18 ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა.


ამჟამად ქართული კონტიგენტი ერაყში 850 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი.  



 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button