skip to content
ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვში 21 ივლისს გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 21 ივლისს გაემგზავრება მოსკოვში, სადაც დსთ–ს არაფორმალური სამიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან.


პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, რუს კოლეგასთან შეხვედრაზეა დამოკიდებული საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება რუს სამშვიდობოებთან მიმართებაში მიიღებს.


პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი მოსკოვშო ორ დღეს გასტანს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button