skip to content
ახალი ამბები

პარლამენტში აფხაზეთიდან სამშვიდობოების გაყვანაზე დადგენილება მზადდება

პარლამენტარები აგრძელებენ მუშაობას დადგენილების პროექტის ტექსტზე, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან დსთ–ს ეგიდით განლაგებული რუსი სამშვიდობო კონტიგენტის გაყვანას ეხება.


როგორც “სივილ ჯორჯიას“ პარლამენტში განუცხადეს, დადგენილების პროექტში მითითებული არ არის კონკრეტული ვადები, თუ როდის უნდა დატოვონ რუსმა მშვიდობისმყოფელებმა აფხაზეთი. დადგენილების პროექტში, სამშვიდობოების საქმიანობა უარყოფითად არის შეფასებული.


ამჟამად დადგენილების პროექტის 4 ვარიანტი იხილება, რომელთა შეჯერება და საბოლოო ვარიანტად ჩამოაყალიბება დღეს იგეგმება.  


დღესვე იგეგმება საპარლამენტო უმრავლეოსობის შეხვედრა პრეზიდენტთან, სადაც სავარაუდოდ, განიხილება დადგენილების საბოლოო ვარიანტი, რომელსაც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 18 ივლისს წარადგენენ.


თებერვალში საქართველოს პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე “მოქნილი“ დადგენილება მიიღო, სადაც ასევე არ არის მითითებული ვადები, თუ როდის უნდა დატოვონ რუსმა მშვიდობისმყოფელებმა კონფლიქტის ზონა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button