skip to content
ახალი ამბები

CNN-სა და EuroNews-ზე საქართველოზე სარეკლამო კლიპები განთავსდება

პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განკარგულებით, ტელეკომპანიებში CNN–სა და EURONEWS–ზე საქართველოს სარეკლამო-საიმიჯო კლიპის განთავსების მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შესაბამისად, 100 ათასი აშშ დოლარი და 60 ათასი ევრო გამოიყოფა.


ამ ტელევიზიების ეთერში მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე საქართველოს, როგორც უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყნის, მნიშვნელობა წარმოჩინდება, რაც ასევე ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად.



 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button