skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ელჩებთან შეხვედრებს განაგრძობენ

დღეს ოთხი ოპოზიციური პარტიის – კონსერვატორების, ახალი მემარჯვენეების, ლეიბორისტების და რესპუბლიკელების ლიდერები საქართველოში გერმანიის, საფრანგეთის და ევროკომისიის ელჩებს შეხვდნენ. 


შეხვედრაზე თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების და ასევე საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის საჭიროებაზე ისაუბრეს.


ოპოზიციის მთავარი შეშფოთების საგანია საარჩევნო სისტემა, არსებული საარჩევნო ადმინისტრაციები, რომელთაც, ოპოზიციის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს და გაურკვევლობა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით.   


“ჩვენი მთავარი ამოცანაა არჩევნები, არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარება. ევროპის როლი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია“, – განუცხადა ჟურნალისტებს კონსერვატორული პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა .


ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნები “ერთგვარი გამოცდა იქნება ამ ხელისუფლებისთვის, თუ რამდენად დემოკრატიულად ჩაატარებს იგი არჩევნებს“.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button