skip to content
ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე რუსეთის ელჩს შეხვდა

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე რუსეთის ელჩს საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილს შეხვდა და 13 ივნისს სანკტ–პეტერბურგში ორი ქვეყნის პრეზიდენტების მაღალი დონის შეხვედრის საკითხი განიხილა.


დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრის დროს გამოითქვა იმედი, რომ პრეზიდენტების შეხვედრა დადებით იმპულსს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.


“მე არ ვფიქრობს, რომ ერთ შეხვედრაზე ასეთი ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ შესაძლებელი იქნება ყველა საკითხის მოგვარება, მაგრამ შესაძლოა, რომ ცალკეული საკითხების გადაწყვეტა მოხდეს“, – განაცხადა 8 ივნისს ჩხიკვიშვილმა.


დღესვე პარლამენტის თავმჯდომარემ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი მიიღო. ეს შეხვედრაც დახურულ კარს მიღმა წარიმართა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button