skip to content
ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე ყაზახეთს სტუმრობს

19-21 იანვარს გაიმართება პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში, სადაც პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს, საკანონმდებლო ორგანოს ზედა და ქვედა პალატის თავმჯდომარეებს შეხვდება.


პარლამენტის თავმჯდომარის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის, საინვესტიციო პროგრამის განვითარებაზე ისაუბრებენ.


20 იანვარს, ყაზახეთის პარლამენტის იუბილე აღინიშნება, რომელსაც  დსთ–ს სხვა ქვეყნების დელეგაციებიც დაესწრებიან. ამ ღონისძიებაზე ნინო ბურჯანაძე სიტყვით გამოვა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button