skip to content
ახალი ამბები

მთავრობა ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე დონორებს 15 მლნ დოლარს თხოვს

დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ფრინველის გრიპის წინააღმდეგ შემდგომი ღონისძიებებისათვის საქართველოს მთავრობამ საგანგებო პროგრამა შეიმუშვა. ამ პროგრამის დასაფინანსებლად მთავრობა მსოფლიო ბანკს და სხვა დონორ ორგანიზაციებს 15 მლნ დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართავს.


“შემდგომი ეტაპისთვის 7 რეგიონალური შტაბიდან ჩვენ გადავალთ შტაბებზე პრაქტიკულად ყველა რაიონში, იმისათვის, რომ ფრინველის გრიპის გავრცელების შესაძლო კერებთან უფრო ახლო იყოს შესაბამისი ტექნიკა და აღჭურვილობა“, – განაცხადა 18 იანვარს ზურაბ ნოღაიდელმა.


საქართველოში ფრინველი გრიპის პრევენციული ღონისძიებები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მეზობელ თურქეთში ამ ვირუსის კერები აღმოჩნდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button