skip to content
ახალი ამბები

ეროვნული ბანკი ინფლაციის დაბალ დონეს აღნიშნავს

ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი 7%-ზე ნაკლები იყო და მან 6,2% შეადგინა, იტყობინება საქართველოს ეროვნული ბანკი 9 იანვარს.


“ინფლაციის ზრდის ტემპის შეჩერება, ძირითადად, ფულის მასის ოპტიმალური ოდენობით მატებამ და ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობამ განაპირობა“, –  აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი დავით ამაღლობელი.


ბოლო წლების განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2004 წელს დაფიქსირდა და 7,5% შეადგინა.


ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველო წინ უსწრებს დსთ-ს მთელ რიგ ქვეყნებს, სადაც სამომხმარებლო ფასების ზრდა 2005 წელს ორციფრიანი მაჩვენებლებით ხასიათდებოდა. კერძოდ, ორციფრიანი ინფლაცია დაფიქსირდა რუსეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, მოლდოვაში და ბელარუსში.


2006 წლისათვის საქართველოში ინფლაციის პროგნოზული მაჩვენებელი დაახლოებით 5-6%-ს შეადგენს. თუმცა, ოპონენტების განცხადებით, ეს პროგნოზი არარეალურია, განსაკუთრებით რუსეთის მიერ გაზის ღირებულების გაზრდის შემდეგ.


“მომავალი წლისთვის [2006] ჩვენი მიზანი იქნება, რომ ინფლაციამ არ მიაღწიოს ორნიშნა მაჩვენებელს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომაზე 22 დეკემბერს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button