skip to content
ახალი ამბები

ქუთაისის ციხეში პატიმრებმა ბუნტის მოწყობა სცადეს

ქუთაისის ახალ საპყრობილეში პატიმრებმა ხანძრის გაჩენა და ბუნტის მოწყობა სცადეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბუნტის მიზეზი ახლადაშენებულ ციხეში ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები გახდა.


იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის ახლადაშენებულ საპყრობილეში პატიმებრის შესახლება მეორე დღეა მიმდინარეობს.


იუსტიციის მინისტრის მოადგილის გივი მიქანაძის განცხადებით, რომელიც პირადად  გაეცნო საქმის ვითარებას, ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.


„ის მცირე ექსცესი, რაც პატიმართა გადმოყვანას ახლდა, გამოწვეული იყო იმით, რომ პენიტენციალურ სფეროში დაწყებული რეფორმა მიუღებელი აღმოჩნდა გარკვეული წრეებისათვის. მინდა განვაცხადო, რომ პენიტენციალური სისტემის რეფორმის სტრატეგიიდან არანაირი გადახვევა არ მოხდება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button