skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში: აფხაზეთის სტატუსზე კომპრომისი არ იქნება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში 4 აგვისტოს სააგენტო „რეგნუმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, სოხუმი თანახმა იქნება გალში ქართველი დევნილების დააბრუნოს. 


„ყველაზე კარგი კომპრომისი – ორი მეზობელი სახელმწიფოა საქართველო და აფხაზეთი. დღეს საქართველოს აქვს უნიკალური შანსი აღიაროს აფხაზეთი… ჩვენ კი ჩვენის მხრიდან დავაბრუნებთ დევნილებს გალის რაიონში. სხვა კომპრომისის მიღწევა შეუძლებელია,“ განაცხადა ბაღაფშმა.


მისი თქმით, ოქტომბერში გალში დაიწყება იმ დევნილების აღწერა, რომლებიც თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს უკვე დაუბრუნდნენ.  „ეს დაახლოებით 50-60 ათასი ადამიანია… ომამდე კი დაახლოებით 72 ათასი ქართველი ცხოვრობდა იქ,“ – აღნიშნა ბაღაფშმა.


მან ასევე განაცხადა, რომ ის ქართველები რომლებიც დაბრუნებას მოისურვებენ აუცილებლად უნდა მიიღონ აფხაზური მოქალაქეობა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button