skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში კოკოითს გაგრაში შეხვდა

23 ივლისს თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითმა გაგრაში სამუშაო შეხვედრა გამართეს, იუწყება “აფსნიპრესი“ 25 ივლისს.


შეხვედრაზე, რომელსაც თვითგამოცხადებული რეგიონების დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებოდნენ, განიხილეს კონფლიქტების დარეგულირების საკითხები და საჭიროების შემთხვევაში ერთობლივი მოქმედებების საჭიროება. მხარეები რეგულარულ კონსულტაციებზე შეთანხმდნენ.


“აფსნიპრესის“ ცნობით, ედუარდ კოკოითი, რომელიც ოჯახთან ერთად აფხაზეთში ისვენებს, სერგეი ბაღაფშთან “ოფიციალურ“ შეხვედრას 26 ივლისს გამართავს.


ზაფხულის მანძილზე ბაღაფში შეხვედრებს გეგმავს მთიანი ყარაბაღისა და დნესტრისპირეთის ლიდერებთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button