skip to content
ახალი ამბები

ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებები გადაიდო

გაეროს ეგიდით 20 ივლისს თბილისში დაგეგმილი ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებები 22 ივლისისთვის გადაიდო, იუწყება გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში.


მოლაპარაკებების გადადება გამოიწვია თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას თბილისში ჩამოუსვლელობამ, რაც გაურკვეველმა ტექნიკურმა მიზეზებმა განაპირობა.


მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების საკითხებთან ერთად იგეგმებოდა აფხაზეთიდან დევნილ ქართველთა რეგისტრაციის საკითხის განხილვა, რომელზეც ჟენევის ფორმატში გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობარი ქვეყნების  (საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ) ჯგუფის მონაწილეობით უნდა ემსჯელათ.


15 ივლისს აფხაზეთის გავლენიანმა ოპოზიციურმა ჯგუფმა “სახალხო ერთიანობის ფორუმმა“ მოუწოდა არაღიარებული რესპუბლიკის მთავრობას თავი შეიკავონ აფხაზეთში ქართველ დევნილთა დაბრუნებისაგან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button