skip to content
ახალი ამბები

ედპ ოპოზიციის გაერთიანების ინიციატივით გამოდის

ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის (ედპ) ინიციატივით დღეს ოპოზიციური პარტიების – “კონსერვატორების“, “ტრადიციონალისტების“, “მომავალი თაობისა“ და “წინ საქართველოს“ წარმომადგენლების შეკრება გაიმართა.


ედპ-ს ერთ–ერთი ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით,  “ხელისუფლებამ ქვეყანა დაღუპვის პირას მიიყვანა და დროა მისი (ხელისუფლების) დემონტაჟი დაიწყოს“.


ოპოზიციური ძალების მიერ ერთიანი ოპოზიციური ცენტრის შექმნის ინიციატივით ერთი თვის წინ ლეიბორისტული პარტია გამოვიდა, თუმცა ცენტრის შექმნა დღემდე ვერ მოხერხდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button