skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი რუსეთს “ფართო თანამშრომლობას” სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველო მზად არის რუსეთთან თანამშრომლობა გააფართოვოს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში.


“საქართველომ უკვე არა ერთი დახმარება გაუწია რუსეთს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. ახლა, ჩვენ ფართო თანამშრომლობას ვთავაზობთ რუსეთს ამ კუთხით“, განაცხადა სააკაშვილმა 1 სექტემბერს ლიკანის სამთავრობო აგარაკზე გამართულ ბრიფინგზე.


საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო 31 აგვისტოს მოსკოვში მომხდარი ტერორისტული აქტი და 1 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთში მძევლების აყვანის ფაქტი.


“ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ჩრდილოეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებს. რაც ამჟამად რუსეთში ხდება, აღმაშფოთებელია“, დასძინა პრეზიდენტმა.    


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button