skip to content
ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი მოსალოდნელ სამხედრო გადატრიალებაზე საუბრობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ დღეს  განაცხადა, რომ ქვეყანაში „სახედრო გადატრიალება მზადდება“.


„არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებმაც იციან, რომ პოლიტიკური მეთოდებით მათ ბრძოლას აზრი არა აქვს, მათ კარგად ესმით, რომ ხალხის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ამიტომ ისინი სიტუაციის დესტაბილიზაციას შეიარაღებული ძალების დახმარებით ცდილობენ“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ 19 დეკემბერს სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.


თუმცა, შინაგან საქმეთა მინისტრმა დეტალების დაზუსტებისგან თავი შეიკავა და დასძინა, რომ მას ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ გააჩნია.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button