skip to content
ახალი ამბები

საქართველო მიესალმება ევროკავშირის აქტიურ ჩართვას კონფლიქტების მოგვარების საქმეში

(თბილისი, 24 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ჰეიკი ტალვიტიესთან 23 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ თბილისი დაინტერესებულია ევროკავშირის აქტიურ ჩართვაში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში.

“შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირის შესაძლო ჩართვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების საქმეში”, – განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა 23 ოქტომბერს.

ჰეიკი ტალვიტიე საქართველოში ექვსდღიანი ვიზიტით 22 ოქტომბერს ჩამოვიდა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო სიტუაციის განხილვის მიზნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button